პოლიტიკა
მომავალი კვირიდან აბასთუმანში საპროტესტო აქციები იწყება
აბასთუმანში, მომავალი კვირიდან საპროტესტო აქციები იწყება - გარემოსდამცველები აქციებს აანონსებენ. "პარტიზანი მებაღეები" და გარემოსდამცველი აქტივისტები ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, 12 000 კვარდატული მეტრის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, 30 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, აბასთუმანში ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 12 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი 45 წლიანი იჯარით დაირეგისტრირა.

,,უნდა გადავდოთ გვერდზე ფობიები და იმაზე ვიფიქროთ, რას ვუტოვებთ შვილებს. გამოუთქვამს მოსახლეობას ამაზე ძლიერი პროტესტი და სერიოზული ცვლილებებისთვისაც მიუღწევია. ეს უნდა იყოს ყველაზე ძლიერი პროტესტი, რაც შეიძლება ჩვენ ქვეყანაში მოხდეს" - აცხადებს ,,ფორმულანიუსთან" ,,პარტიზანი მებაღეების" ერთერთი ლიდერი ნატა ფერაძე.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ეს კომპანია „აბასთუმანი 2019“–ია, რომელიც თბილისში იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბანკი „ქართუ“. ამ კომპანიის 100%–იანი წლის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.

ეროვნული პარკის ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემა გარემოსდამცველებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, დაუშვებელია კონკრეტული ბიზნესმენებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემა. ამიტომ მომავალი კვირიდან აბასთუმანში აქციები დაიწყება.

აქტივისტი მარიამ ბაქრაძე ფიქრობს, რომ ქვეყანა ,,თითქოს ბიძინა ივანიშვილის ეზოდ გადაიქცა", რადგან ქართული ოცნების თავმჯდომარე პატარ-პატარა მიწის ნაკვეთების ჩამოჭრით, ცდილობს დაირეგისტრიროს აბასთუმანი.

ტელეკომპანიის ინფომაციით, 12 000 კვადარატული მეტრი ბიძინა ივანიშვილის კომპანიას 8 200 ლარად გადაეცა, ანუ 1 კვ. მეტრი 1 . 50 ლარად. ამავე კომპანიამ აბასთუმანში მდინარე „ოცხეს“ ნაწილიც დაირეგისტრირა. 12 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, აბასთუმანში ზუსტად ბიძინა ივანიშვილის სახლის უკან მდებარეობს.

„ამ ტერიტორიაზე იმის გაკეთებას ვაპირებთ, რაც წერია საინვესტიციო პირობებში“, – განმარტავს „ფორმულასთან“ გელა კობერიძე, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „აბასთუმანი 2019“–ის მესაკუთრეა.



Print