პოლიტიკა
გიორგი გახარია 15 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ხვალ, 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა. მათივე ცნობით, ასევე მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. 

„პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება“, - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
Print