პოლიტიკა
"ველოდებით ქართული მხარის განმარტებას სომეხი ჟურნალისტების არშეშვებაზე" - საგარეო საქმეთა სამინისტრო
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსგან განმარტებებს ელის, თუ რატომ არ შეუშვეს ქვეყანაში ჟურნალისტები.

“ჩვენთვის ცნობილია პრობლემის შესახებ. ჩვენი საელჩო საქართველოში დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ქართველ კოლეგებს და ჩვენი მიდგომებისა და თავად პრობლემის შესახებ ინფორმაცია გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს”,
– განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ანა ნაგდალიანმა და აქვე აღნიშნა, რომ სომხეთი იმედოვნებს რომ ქართული მხარისგან განმარტებას მიიღებს, რის შემდეგაც საელჩო შესაბამის განცხადებას გააკეთებს.

Epress.am-ის სამი ჟურნალისტი 11 ოქტომბერს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს და უთხრეს, რომ საქართველოში მათი მუშაობა „არასასურველია“. მომხდარის შესახებ "მეცხრე არხს" ჟურნალისტმა ნინო გოგოლაშვილმა უთხრა. „ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სომეხ ჟურნალისტებთან ერთად, „რუსული გავლენების გამოკვლევა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ თემაზე მუშაობა დავიწყეთ“,- გვეუბნება „NewCaucasus”-ის ჟურნალისტი ნინო გოგოლაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სომეხი ჟურნალისტების არშეშვებაზე გადაწყვეტილება, შსს-მ და სუს-მა, ერთობლივად მიიღეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ". მათი განმარტებით, იური მანველიანს, ტიგრან ხაჩატურიანს და ტიგრან აკოპიანს საქართველოში შემოშვებაზე უარი ამ კანონის მე-11 მუხლის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვათ.

თავად ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა გაიგეს, რომ ჟურნალისტები იყვნენ, რამდენიმე საათით დააყოვნეს, შემდეგ კი საერთოდ უარი უთხრეს ქვეყანაში შეშვებაზე.

ისინი ნინოწმინდა-ბავრის პუნქტით კვეთდნენ საზღვარს. როგორც რადიო ,,თავისუფლებასთან" ყვებიან, მათ რამდენჯერმე აუხსნეს სხვადასხვა ქართველ მესაზღვრეს, რომ ადგილობრივ ჟურნალისტებთან, ადამიანის უფლებების აქტივისტებთან და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ინტერვიუებისთვის მიდიოდნენ ახალციხეში, ახალქალაქსა და თბილისში.

ჟურნალისტების თანახმად, მესაზღვრეებს ოფიციალურად არ განუმარტავთ, რის გამო ეუბნებოდნენ უარს შეშვებაზე დამხოლოდ ის უთხრეს, რომ „ინტერვიუებისთვის აკრედიტაციაა საჭირო“.

სომეხი ჟურნალისტი იური მანველიანი საგანგაშოდ თვლის იმ ფაქტს, რომ მას, სხვა ორ კოლეგასთან ერთად, საქართველომ უარი უთხრა საზღვრის გადმოკვეთაზე. “სომხეთის საზღვრების უდიდესი ნაწილი ჩაკეტილია, ნაწილობრივ ამიტომაც მე ძალიან მაღელვებს საზღვრების თემა. მე და ჩემი კოლეგები არასდროს ვყოფილვართ აფხაზეთსა და ცხინვალში”.

“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სომხური Epress.am და ქართული Newcaucasus.com ერთობლივად იკვლევს სამცხე-ჯავახეთში პრორუსულ განწყობებს. მანველიანი თბილისში დაახლოებით თვენახევრის წინაც იყო და იგივე გამშვები პუნქტი იოლად გაიარა. 11 ოქტომბერს კი იგი შეაყოვნეს.

“არსებობენ ჟურნალისტები, მედია ორგანიზაციები, რომლებიც პროპაგანდაში მონაწილეობენ, თუმცა ჩვენ ამ თამაშებს არ ვთამაშობთ. მშვიდად ვიყავი, ვიფიქრე - ნახავენ ჩვენს საიტს და მიხვდებიან, რომ ყველაფერი რიგზეა”, - ამბობს მანველიანი. “არანაირი განმარტება, არც წერილობითი, არც ოფიციალური არ მიგვიღია. პირად საუბარში, როცა ერთ-ერთ მესაზღვრეს ვუთხარი, რომ თვენახევრის წინ ვიყავით თბილისში, ‘სიტუაცია შეიცვალაო’ გვიპასუხა”.

რაც დაგეგმილი გვქონდა ვერ გავაკეთეთ,” - ამბობს მანველიანის ქართველი კოლეგა ნინო გოგოლაშვილი რადიო "თავისუფლებასთან" და აზუსტებს, რომ საზღვარზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, აგვისტოში დაწყებული კვლევის დასრულებაში ქართველ და სომეხ ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ.

რა შეიძლება იყოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა? “როგორც წესი, ეს საიდუმლო ინფორმაციაა ხოლმე”, - განმარტავს იურისტი ნონა ქურდოვანიძე და ამატებს: “ეს არის უარის თქმის ძალიან ბუნდოვანი საფუძველი, ხშირად ადამიანი სასამართლოშიც ვერ იგებს რა საფუძვლით ეთქვა უარი საზღვრის გადმოკვეთაზე”.

თბილისი სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის შეხვედრის ყველაზე მოსახერხებელი ადგილია. იური მანველიანს საქართველოში ჩამოსვლის, სულ მცირე, კიდევ ერთი მიზეზი აქვს.

“უკვე დავასრულეთ აზერბაიჯანული თანამედროვე პოეზიის თარგმნა სომხურ ენაზე. წიგნი რომ გამოქვეყნდება, ბაქოში მე ვერ წავალ, ამიტომ თბილისში ვაპირებ შევხვდე რამდენიმე ავტორს და გადავცე წიგნი”, - ამბობს ის.
Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 19 °C
img
ახალქალაქი 16 °C
img
ასპინძა 19 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 22 °C
img
თბილისი 26 °C
img
აბასთუმანი 15 °C
img
ბაკურიანი 13 °C
img
ნინოწმინდა 16 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscommariobetparibahisomegle livebahsegel