პოლიტიკა
თამარ გოგოლაძემ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა (ვიდეო)
დღეს, 30 ოქტომბერს, ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. გოგოლაძე ახალციხის მერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს, რადგან მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობას ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს.

ახალციხის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარემ, თამარ გოგოლაძემ სხდომის დაწყებისას, განაცხადა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა, მან სხდომა დატოვა.

,,მერს უფლებამოსილება უკვე უნდა შეწყვეტოდა, ზაზა მელიქიძე კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას. ამიტომ, ვუცხადებ უნდობლობას და განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებ" - განაცხადა თამარ გოგოლაძემ.

ახალციხის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე ხუთ საკითხს განიხილავს.

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემას (მუსიკალურ სკოლა, ფოლკლორის ცენტრი)

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის სთაობაზე თანხმობის მიცემას (სერვისების განვითარების სააგენტოს ვალეში, აწყურში)

3. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

4. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

5. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების მიმოხილვისა და შეფასების შესახებ.
Print