პოლიტიკა
ახალციხეში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ახალციხეში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. 15 500 ათასი ლარი - ამ თანხით დაიგეგმა მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. თანხის დიდი ნაწილი სოციალურ სერვისებზე, ინფრასტრუქტურაზე და შრომის ანაზღაურებაზე გადანაწილდა.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი საზოგადოებას მერის პირველმა მოადგილემ წარუდგინა. გურამ მელიქიძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი კვლავ სოციალური პროგრამები, სკოლამდელი განათლება და ინფრასტრუქტურაა.

პროექტის განხილვას დეპუტატები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და რამდენიმე ადგილობრივი ესწრებოდა. 

ახალციხის მერიამ საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი 15 ნოემბერს გადააგზავნა, წარმომადგენლობით ორგანოს მისი განხილვისა და დამუშავების ვადა 25-მდე აქვს, შემდეგ კი შენიშვნებით და რეკომენდაციებიტ ისევ მერიას უნდა დაუბრუნოს. დაკორექტირებულ და საბოლოო ვარიანტს აღმასრულებელი ხელისუფლება 10 დეკემბრამდე ისევ საკრებულოში, ამჯერად დასამტკიცებლად გადააგზავნის. 

რა წერია მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში და როგორ ჩაიარა საჯარო განხილვამ - დეტალურად მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Print