პოლიტიკა
თბილისში საპროტესტო აქციას ახალციხიდანაც შეუერთდნენ
"ევროპული საქართველოს“ 50-მდე წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თბილისში დღეს, 25 ნოემბერს გაემგზავრნენ.

ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები რუსთაველზე, 19:00 საათზე დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.

მომიტინგეებთან ერთად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

ახალციხიდან დედაქალაქში მომიტინგეების ნაწილი საკუთარი ავტომობილებით, ნაწილი კი სამარშრუტო ტაქსებით გაემგზავრა.

Print