პოლიტიკა
ახალციხემ ცენტრალურ ბიუჯეტში თანხა დააბრუნა
ახალციხის საკრებულომ მე-13 სხდომა გამართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალსწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 1 782 ლარი ცენტრალურ ბიუჯეტს უკან დაუბრუნდა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, თანხა სოფლებში ამბულატორიების მშენებლობისას დაიზოგა.

ამავე სხდომაზე, დეპუტატებმა რეგფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები მოიწონეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით უკვე შერჩეულ შვიდს, ორი ინფრასტრუქტურული პროექტი დაემატა. (ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე სანიაღვრე არხებისა და მუნიციპალიტეტში ცხრა სოფლის სასმელი წყლის რეაბილიტაცია). მათი სავარაუდო ღირებულება 2 400 000 ლარია.

Print