პოლიტიკა
თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება - გრიგორი კარასინი
"დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში", - ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, რუსულ მედიასთან განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ, პრაღაში ე.წ. აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი ამოცანაა, საქართველოსა და რუსეთს შორის ჩიხში შესული ურთიერთობა მოგვარდეს.
Print