ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს დღეებში გამოუშვებენ - გოჩა პარუნაშვილი
21:41 / 05.12.2019
,,ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში დატოვებს ცხინვალის იზოლატორს" - განაცხადა ორგანიზაცია ,,სახალხო დიპლომატიის" ხელმძღვანელმა. გოჩა პარუნაშვილის თქმით, ვლადიმერ ხომერიკმა პუტინის ადმინისტრაციაში განიხილა ქართველი ექიმის გათავისუფლების საკითხი, რომელიც დადებითად გადაწყდა.
,,დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდება საკუთარ სახლს. შიდა დეტალების გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ერთი რამ გადაწყვეტილია - ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში დატოვებს ცხინვალის იზოლატორს. ბატონმა ვლადიმერ ხომერიკმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასვა საკითხი, რომელიც დადებითად გადაწყდა. რაც შეეხება ქართველი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ ამითაც დავინტერესდით, ქართველ ექიმზე ძალადობა არ განხორციელებულა და იგი თავს კარგად გრძნობს" - განუცხადა მეცხრე არხს გოჩა პარუნაშვილმა.
ექიმის დაკავებიდან 27 დღე გავიდა. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები დახმარების თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავენ.
დე ფაქტო ცხინვალის ე.წ პროკურატურამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე საოკუპაციო რეჟიმის სასამართლოს გადაუგზავნა, თუმცა საქმის წარმოება ამ დრომდე არ დაწყებულა. გადაწყვეტილების მოლოდინში არიან ექიმის მეგობრებიც.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.