პოლიტიკა
,,ლელოს" წევრები და პოლიცია პარლამენტთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტის შესასვლელთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

„ლელოს“ წევრები, მათ შორის კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში შესვლას და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დასწრებას ცდილობდნენ, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცკაციან სიას უნდა უყარონ კენჭი, რასაც მათსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ისინი სკანდირებენ: „სირცხვილია“, „სირცხვილია“.



Print