პოლიტიკა
არტაანის გუბერნატორი სამუშაო ვიზიტით ახალციხეს ეწვია
სამცხე- ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა თურქეთის პროვინციის, არტაანის გუბერნატორს მუსტაფა მასატლის დელეგაციასთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი, რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაცნობა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო.
მხარეებმა რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ბესიკ ამირანაშვილმა მჭიდრო და ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ორ რეგიონს შორის ურთიერთობების განმტკიცება ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი, შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.

წყარო: სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია
Print