პოლიტიკა
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება
დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა ამჯერადაც საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული ვერსიებს წარადგენენ. უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არ აკონკრეტებს, რა შეთავაზება ექნება ხელისუფლებას ოპოზიციასთან.
დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკვე გაიმართა მოლაპარაკებების სამი რაუნდი. მორიგი შეხვედრა კი დღეს, სასტუმრო „შერატონში“ შედგება.
გააზიარეთ :