პოლიტიკა
ახალციხის ბიუჯეტში ქონების გადასახადი 3 მლნ. ლარით შემცირდა
ახალციხის საკრებულოში წლის ბოლო, #17 რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. წლის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, 2019 წლის ბიუჯეტში ორი ცვლილება შევიდა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხიდან, 46 362 ლარი უკან, ცენტრალურ ბიუჯეტს დაუბრუნდა. თვითმმართველობის განმარტებით, თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებიდან დაიზოგა. 

ამის გარდა, შემცირდა ადგილობრივი შემოსავლის ძირითადი წყარო - ქონების გადასახადი. ეს მუხლი 2019 წელს 5 მლნ. 400 ათას ლარზე იყო დაგეგმილი, თუმცა ბიუჯეტმა სამი მილიონით ნაკლები მიიღო. მიზეზი მერის პირველმა მოადგილემ სხდომაზე განმარტა. გურამ მელიქიძის თქმით, დანაკლისი ცენტრალური ბიუჯეტიდან, ტრანსფერით შეივსო.

ქონების გადასახადი ძირიტადად, ორ დიდ ორგანიზაციაზე მოდის - „მტკვარიჰესი“ და ქვესადგური "ახალციხე".

წლის ბოლო სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.

Print