პოლიტიკა
პარლამენტის შენობასთან მერიის თანამშრომლებმა ატრაქციონები დადგეს
დედაქალაქის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ საბავშვო ატრაქციონები დადგეს. აღნიშნულს აქციის მონაწილეები სტვენით შეხვდნენ.

თბილისის მერიის წარმომადგენლებმა, "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა, რამდენიმე საათის წინ პარლამენტის შენობის წინ განთავსებული ყველა კარავი აიღეს და ტერიტორია დაასუფთავეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე, პარლმენტთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დღეს დაიშლებიან და პარლამენტის შენობასთან 31 დეკემბერს, 12:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან. მათი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლას პარლამენტის წინ სწორედ 12:00 საათზე შეეცდება."სირცხვილიას" წევრების განცხადებით, ისინი მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის დადგმაში დაეხმარებიან.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა პარტლამენტის შენობის წინ გაშლილი კარვები აიღეს და ტერიტორია გაასუფთავეს.

ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს წინ საბავშვო ატრაქციონებია გაშლილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ 10 პირია დაკავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღსვევათა კოდექისის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, რომეო ფარულავა.
Print