პოლიტიკა
,,საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილე მართებს" - ექსპერტები ამერიკა-ირანის ურთიერთობას აფასებენ (ვიდეო)
ირანი მუქარის ტონის პარალელურად დახმარებისთვის გაეროს მიმართავს. ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები ერთმანეთთან ულტიმატუმის რეჟიმში განაგრძობენ საუბარს. პარალელურად ამერიკა სამხედრო კონტინგენტს ზრდის და ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 ჯარისკაცს აგზავნის.

,,დაძაბულობა პიკს მიაღწევს, ინციდენტები გაგრძელდება, თუმცა ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფრონტაციის საფრთხე არ არსებობს" - შეერთებული შტატებისა და ირანის სამომავლო ურთიერთობებს ქართველი ანალიტიკოსები სწორედ ასე ხედავენ.

ექსპერტების თქმით, პროცესებში საქართველოს ჩართვა კატეგორიულად გამორიცხული, თუმცა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი და ირიბი შეტაკებების გაგრძელება მოსალოდნელია.

სამხედრო ექსპერტის ამირან სალუქვაძის აზრით, მსგავსი სიტუაცია, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს. რაც შეეხება საქართველოს - ოფიციალური თბილისი თანმიმდევრულ საგარეო კურსს უნდა მიჰყვეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის, ამ ეტაპზე, საფრთხე თითქმის ნულის ტოლია - ხელისუფლებას მაინც სიფრთხილე მართებს.

ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე შტატებს არ განუხორციელებია ცვლილება თავდაცვის ბიუჯეტში.
Print