პოლიტიკა
საპენსიო სააგენტო დირექტორს ეძებს, რომლის ხელფასიც 15 000 ლარამდე იქნება

 

საპენსიო სააგენტო" ახალ დირექტორს ეძებს.  ვაკანსია 10 იანვარს გამოქვეყნდა და განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იწარმოებს.

როგორც ვაკანსიაშია მითითებული, „საპენსიო სააგენტოს" დირექტორის ყოველთვიური ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

როგორც ცნობილია, ლევან სურგულაძე „საპენსიო სააგენტოს" დირექტორის თანამდებობას 16 იანვრიდან ტოვებს. „საპენსიო სააგენტოში" განაცხადეს, რომ 16 იანვრიდან ახალი დირექტორის შერჩევამდე, სააგენტოს დირექტორის მოვალეობას რომელიმე მოადგილე შეასრულებს, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს.

შეგახსენებთ, „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრები შედიან, განცხადებით მიმართა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, სამეთვალყურეო საბჭო არ შეეწინააღმდეგება „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის სურვილს, რომ თანამდებობა დატოვოს. სურგულაძე თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დანიშნული და ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვების მიზეზად „სხვა გეგმების" ქონას ასახელებს.

 

Print