პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პირადი დაცვის ჩოხა-ახალუხში გამოწყობის საკითხს უპასუხა

 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რათა საზოგადოება შეცდომაში შეყვანოს და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოახდინოს.

როგორც ჩანს, „ფეიკ-ნიუსის“ ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის. ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუ-ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.

 

Print