პოლიტიკა
რუსეთის მთავრობა გადადგა
რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ტასს-ი ავრცელებს.

დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური ფედერაციის საბჭოსადმი ყოველწლიური მიმართვა გაიმართა. შესაძლოა მთავრობის გადადგომა ვლადიმერ პუტინის ინიციატივებს უკავშირდებოდეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა მიმართვის დროს გააჟღერა.

პუტინის რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა. ვლადიმერ პუტინი დუმის და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა დაანონსა.

დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა.

ასევე, იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ახალი პროცედურის მიხედვით ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.
Print