პოლიტიკა
აბასთუმანში მერის წარმომადგენელი დანიშნეს


დაბა აბასთუმანს უკვე ჰყავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი. ეს პოზიცია ვასილ მეგენეიშვილმა დაიკავა. იგი საქმიანობას 14 იანვრიდან შეუდგა.

"აქტიურად დავდივარ და ვეცნობი მოსახლეობას. ახლაც ბაგა-ბაღში ვარ. კონკურსის წესით შემარჩიეს, გასაუბრება იყო. მანამდე "საქართველოს რკინიგზაში" ვმუშაობდი", - გვითხრა ვასილ მეგენეიშვილმა.

დაბა აბასთუმანში მერის წარმომადგენლის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, როცა გიორგი გედევანიშვილმა განცხადება დაწერა და სამსახური დატოვა. ის ბიძინა ივანიშვილის სახლში დასაქმდა. დაახლოებით, ექვსი თვე წარმომადგენლის მოვალეობას მისი თანაშემწე, გიორგი ელისაბედაშვილი ასრულებდა.

ამავე თემაზე: 
ბიძინა ივანიშვილის სახლის ,,კომენდანტობა" გამგებლობის ნაცვლად

Print