პოლიტიკა
ომბუდსმენმა მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა

 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა. მან პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

ნინო ლომჯარია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან ციხეში ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია მოინახულა.

"არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვთქვა, ვინ მოვინახულე", -
განაცხადა ლომჯარიამ ციხის დატოვების შემდეგ.

ლომჯარიას თქმით, ის ცოტა გაკვირვებულია, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია გავიდა და მას ჟურნალისტები დახვდნენ.

"ფაქტია, რომ ჩემი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო კონფიდენციალური, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ამ დაწესებულებიდან გავიდა, მე რომ მქონოდა სურვილი საჯაროობის ამას ვიტყოდი და სამწუხაროდ, როგორც ჩანს სახალხო დამცველის ვიზიტი კონფიდენციალურად არ ინახება", - განაცხადა ლომჯარიამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს. მათივე ცნობით, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

Print