პოლიტიკა
დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში სცემეს


თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

"რამდენჯერაც შოუს დადგამ იმდენჯერ შესაბამის პასუხს მიიღებ," - ასე უპასუხა ლევან ხაბეიშვილს უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ.

"ეს დაგავალეს ხომ? 10 კაცი რომ დაესევით ერთ ადამიანს ფარჩაკები ხართ, აბა რა ხართ," - უთხრა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრს ავთანდილ ცინცაძეს ლევან ხაბეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, ლილე ლიპარტელიანი კი, კიბეებზე ჩამოსულ შურღაიას სიტყვიერად დაუპირისპირდა.

Print