პოლიტიკა
ახალციხეში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა
ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში , საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე უძღვებოდა.

საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს.

საკითხი ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების თაობაზე“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 07 ნოემბრის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ''ეხებოდა.

სხდომას 19 დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც გატანილ საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
Print