პოლიტიკა
"მკოიანების კომპანიები ჯავახეთში უკონკურენტოა" - ოპოზიცია დეპუტატის კორუფციაზე საუბრობს

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის კომპანიებმა, ცხრა წელში ბიუჯეტიდან 2 312 278 ლარი მიიღეს. მონაცემები "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დაითვალა.

სოლიდური ციფრები არ უკვირთ ჯავახეთში. ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერები ამბობენ, რომ ნინოწმინდა-ახალქალაქში ასევე უკონკურენტოა მკოიანის სახელთან დაკავშირებული სამშენებლო კომპანიები. ისინი თითქმის ყველა ტენდერს იგებენ. კარიერები, საიდანაც ინერტული მასალა გამოიყენება, ასევე მკოიანების ოჯახს უკავშირდება.

ახალქალაქის მერი ამტკიცებს, რომ არ იცის, ვისგან ყიდულობენ საწვავს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები.

 


Print