პოლიტიკა
სომხეთის მთავარი კომისარი ახალციხეში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის მთავარმა კომისარმა დიასპორის საკითხებში ზარე სინანიანმა სამცხე-ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. დღეს, ოთხ თებერვალს მთავარი კომისარი რეგიოინის და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს შეხვდა.

სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრას სამცხე- ჯავახეთის რწმუნებული, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, ახალციხის მერი და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობის მნიშვნელობაზე.

დღის მეორე ნახევარში მთავარი კომისარი გრიგოლ განმანათლების სახელობის ეკლესიაში მრევლს შეხვდა, სადაც მღვდელმა ტაძრის მდგომარეობა გააცნო. მოსახლეობამ კი სტუმარს კითხვები განათლებისა და კულტურის საკითხებზე დაუსვა.

ზარე სინანიანის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი რეგიონში ხვალ, ხუთ თებერვალს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში შეხვედრებით დასრულდება.

 

Print