პოლიტიკა
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა

 

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ამით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარი გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლითა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.
Print