პოლიტიკა
"ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში"- გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება მარგველაშვილმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზი გადაკვეთა. არ არის დემოკრატია – არ არის ეროვნული ერთობა, არ არის ევროპული გზა. ამას ვერ ვუყურებ. ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევნის მისიას ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, – წერს მარგველაშვილი.
Print