პოლიტიკა
„რის საფუძველზე მოხდა, დიდ თანხებზე გამარტივებული შესყიდვების გაფორმება ?“ - თამარ გოგოლაძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც 24 დეპუტატი ესწრებოდა. მათ შორის ორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო.
სხდომა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაიმართა. ძირითადი კითხვები გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ დასვა. გოგოლაძე ითხოვს კონკრეტულ დოკუმენტაციას, რის საფუძველზეც მოხდა ,,დიდ თანხებზე გამარტივებული შესყიდვების გაფორმება“.

საკრებულოს წევრებმა სხდომაზე სულ შვიდი საკითხი განიხილეს. ყველაზე მეტი კითხვა დეპუტატებს ,,მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის ანგარიშისა“ და ,,2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის“ შესახებ გაუჩნდათ.

საკრებულოს წევრებისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა ,,2020 წლის ბიუჯეტში, მერიის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ“ ინფორმაცია და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება“.

მუნიციპალიტეტში ასეთი სულ 46 დასახლებაა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, წელს მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებია: გარე განათებისა და სკვერების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია და ა.შ.


Print