პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლა არ არის პანიკის დრო. ახლა ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დროა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

„მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მუშაობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიასთან მზაობის პერიოდის შესაბამის რეკომენდაციებს მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, თუმცა არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს გამოწვევები, როგორც ჩანს ყოველდღიურად გაიზრდება და ჩვენ ვალდებულები ვართ შესაბამისად ვიყოთ მზად საპასუხოდ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე.

მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ეს განსაკუთრებით ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს და რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოში 24 ინფიცირებულია და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ პროცედურებს ახორციელებს ამ ადამინების განკურნებისთვის, ასევე დადგენილია საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც კავშირი ჰქონდა ამ ადამიანებთან.

„პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლა არ არის პანიკის დრო. ახლა ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დროა. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1-ელ აპრილამდე გადაიდო სასკოლო დაწესებულებებში სწავლა, ასევე 13 აპრილამდე გადავადდა საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს ჯარში
“,-აღნიშნა გახარიამ
.
Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.