პოლიტიკა
ხელისუფლების შეხვედრა საპატრიარქოში
საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიასთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.

როგორც გამყრელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიას არ ეხებოდა.

„საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო. მის უწმინდესობასთან ზოგადად, ვისაუბრეთ ეპიდსიტუაციაზე, რა ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. როგორც მან აღნიშნა შეხვედრის შესახებ განცხადება სავარაუდოდ, ხვალ გაკეთდება.

საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შესახებ, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა. მეუფე თეოდორეს განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესია საბოლოო გადაწყვეტილებას სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, მხოლოდ ხელისუფლებასთან განხილული საკითხების შემდეგ მიიღებს.



Print