პოლიტიკა
უნდა ამეღო პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი - მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე

 

საქართველოს ყოფლი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა და გადამდგარიყო.

ეს არის პირველ რიგში დიდი ტრაგედია. ეს იქცა პოლტიკოსების პოლიტიკურ საკითხად, ჩვენი ხელისუფლებისათვის, პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის იქცა პოლიტიკურ პრობლემად და მე ვთვლი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე და მიმეღო თამამი გადაწყვეტილება იმ დროსთვის.

როგორც მინიმუმ უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი. ახლა მიჭირს ამაზე საუბარი. ეს საკითხი იხილებოდა ჩემს მიერაც, ჩვენს ჯგუფში, ახლა არ მინდა სპეკულაციებზე საუბარი. სააკაშვილი და რამდენიე ადამიანი იხილავდა, პოლიტიკური ხელნმძღავნელობა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოსაზრება იყო და ისე გადაწყდა როგორც გადაწყდა,
“- ამბობს ვანო მერაბიშვილი.

როგორც ვანო მერაბიშვილი ამბობს, გირგვლიანის საქმე იყო იმ რანგის, რომ გამხდარიყო პოლიტიკური.

 

Print