პოლიტიკა
მაქვს ამბიცია, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ - ვანო მერაბიშვილი
მაქვს ამბიციები, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი პოლიტიკაში მონაწილეობა იქნება მინიმალური, ხელისუფლების შეცვლამდე ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მმართველობით სისტემაში მონაწილეობას არ მივიღებ , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის აქტიურად ჩერთვება პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, რომელიმე პარტიაში გაერთიანდება.

ვესაუბრები ადამიანებს, მეგობრებს, თანამებრძოლებს ყველა პარტიიდან. ოპოზიციურ ფრთას ვგულისხმობ. ჩემი ამოცანაა, რომ ქართველ ხალხთან გაერთიანდეს ოპოზიცია და ქართველ ხალხთან ერთად შეცვალოს ხელისუფლება.

მე ვარ ვანო მერაბიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შს მინისტრი და ამავე დროს ადამიანი, რომელიც აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, რომელიმე პარტიაში გავერთიანდები, გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, მაგრამ არ გეტყვით, ამისთვის, ცალკე გამოვიყენებ საშუალებას“, -
განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისი თქმით, თანამდებობრივი პოლიტიკური ამბიცია არ აქვს.

„მე უკვე ნამყოფი ვარ პრემიერ-მინისტრად, მე ვერ ვიქნები მინისტრი ხომ? შეუძლებელია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახდეს მინისტრი. ლოგიკურად ასე უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანები ხშირად მოდიოდნენ ხელისუფლებაში, რადგან ბევრი ახალგაზრდაა.

ჩემი მთავარი კოცენტრაცია იქნება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, თუ ასეთი იქნება. ხელისუფლების შეცვლამდე ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მმართველობით სისტემაში მონაწილეობას არ მივიღებ“,- განაცხადა მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.
Print