პოლიტიკა
მე ძალიან მადლობელი ვარ ახალციხელების - ვანო მერაბიშვილი

 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა, ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში წარსულსა და მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, აქტიურად აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ხალხმა ყველფერი იცის და სწორ დასკვნებს აკეთებს“. საზოგადოება კარგსაც ხედავს და ცუდსაც.

მაგალითად, მე ვარ ძალიან კმაყოფილი, ერთ-ერთ ჩემ დამსახურებად მიმაჩნია ახალციხეში რაბათის მშენებლობა. მინდა გითხრათ, რომ მთელი ამ რვა წლის განმავლობაში, როდესაც ახალციხეში არჩევნები ტარდებოდა ყველაზე მაღალი შედეგი რესპუბლიკაში, ქვეყნის მასშტაბით ახალციხეში ფიქსირდებოდა. ახალციხეში ვიღებდით 10 პროცენტით უფრო მაღალ მაჩვენებელს. მე ძალიან მადლობელი ვარ ახაციხელების“, -აღნიშნა მერაბიშვილმა.

 

Print