პოლიტიკა
კითხვას ვსვამ, სად რა თანხა დაიხარჯა და პასუხი არ გვაქვს - "ოცნების" დეპუტატი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეხუთე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს. ერთ-ერთი 2020 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანაგრიში იყო, რომელიც სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ლომიძემ წარადგინა. „ქართული ონების“ დეპუტატმა გიორგი გვარამაძემ მოითხოვა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას დეტალურად განემარტა, რაში დაიხარჯა კონკრეტული თანხები. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშს მხარს ვერ დაუჭერდა. საკრებულოში ხმაურს „პატარა გაუგებრობა“ უწოდა თავმჯდომარე გელა ნოზაძემ.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა ამბარცუმ ბაბოიანმა კითხვები სოციალური დახმარების შესახებ დასვა. მისი თქმით, მერიამ უარი უთხრა მოქალაქეს, რომელსაც პირველ ბავშვზე ერთჯერადი თანხის მიღება კანონით ეკუთვნოდა.

უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ. მან განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებს ინფორმაციას ბოლო დღეს აწვდიან, ხშირ შემთხვევაში კი არასრულყოფილად.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა თანხმობა მისცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, რომ ,,მერების შეთანხმებასთან მიერთების ფორმას’’ ხელი მოაწეროს.

 


Print