პოლიტიკა
როდის განახლდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა - ინტერვიუ ახალციხის მერთან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე იმ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც კორონავირუსმა ახალციხეში შექმნა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი განმარტავს, რომ შეჩერებული სამუშაოები გაწერილი გეგმის მიხედვით შესრულდება.

მისი თქმით, სამუშაოების გაგრძელების ნებართვას, კომპანიები შემოწმების შემდეგ მიიღებენ, ამიტომ იმედოვნებს, რომ სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში, მაისსა და ივნისში შევა.

ზაზა მელიქიძემ იმ სოციალურ დახმარებებზეც ისაუბრა, რომლებითაც გაჭირვებულ მოსახლეობას ეხმარებინ.
Print