სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი დაუდგინდა მისი ოჯახის წევრებსაც.
„ვვარაუდობ, რომ ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს დავინფიცირდი. როგორც იცით, ასეთი შეხვედრების დროს მაგიდაზე წყლიან ჭიქას დგამენ. პირს, რომელმაც მაგიდაზე ჭიქა დადო, ხელთათმანი არ ეკეთა და მე მას ამაზე შენიშვნაც მივეცი,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მისივე თქმით, მოგვიანებით აღნიშნულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.