პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ძალა, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას პენსიაში - ვანო მერაბიშვილი

 

ვანო მერაბიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ძალა, არსებული ხელისუფლება გაუშვას პენსიაში.

„მე ვარ ჩემს მეგობრებთან, ძმაკაცებთან. ამ ადამიანებთან მაკავშირებს მეგობრობის უამრავი წელი. ძალიან მიხარია, რომ დამხვდნენ ამაყი, ლაღი ადამიანები, რომლებიც აუცილებლად გაიმარჯვებენ და მე მგონი, ქუთაისში იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში არის მთავარი ოპოზიციური პარტია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაამარცხოს ივანიშვილი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ძალა, ენერგია, გამოცდილება და, რაც მთავარია, ნება, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას პენსიაში, ქვეყანას მისცეს ნათელი მომავალი“,
– განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ამ განცხადებით ვანო მერაბიშვილმა საჯაროდ პირველად დააფიქსირა, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება.

 

Print