პოლიტიკა
პრემიერი ახალციხის მერის საქმიანობით დაინტერესდა
წლიური ანგარიშით საქართველოს პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრს ლევან გოგიჩაიშვილმა კითხვა კვლავ ახალციხის მერის შესახებ დაუსვა.

დაინტერესდა თუ არა გიორგი გახარია ზაზა მელიქიძის კორუფციული საქმიანობით - ეს იყო დეპუტატის კითხვის არსი. რაზეც პრემიერ-მინისტრმა იპასუხა, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ დავალებები უკვე მიიღო.

„ახალციხის მერის ამბავი მოვიკითხე შესაბამისი დავალებებიც მივეცით ანტიკორუფციულ სამსახურს. აკვირდებიან. კონკრეტული, ასეთი პირდაპირი არაფერი არ ჰქონდათ. შესწავლის რეჟიმში არიან“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

თავდაპირველად დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ახალციხის მერის შესაძლო კორუფციული საქმიანობის შესახებ კითხვა 27 მაისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრემიერ–მინისტრს დაუსვა, რაზეც გახარიამ განაცხადა, რომ ამ საკითხით დაინტერესდებოდა.

ახალციხის მერის და მისი ოჯახის წევრების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ორი კვლევა გამოაქვეყნა. თავდაპირველად საქმე ეხებოდა მერის კუთვნილი კომპანიების მიერ ტენდერების მოგებას, შემდეგ კვლევაში კი საუბარი ახალციხის მერის ძმისა და რძლის კომპანიებზე იყო, როლებიც სხვადასხვა საბიუჯეტო უწყების ტენდერებში იღებდნენ მონაწილეობას. 


შეიძლება, დაგაინტერესოთ:

სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ - გამჭვირვალობა

სუს-ი ახალციხის მერის და ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ძმების კომპანიების საკითხს შეისწავლის
Print