პოლიტიკა
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - ახალციხელობის დღესასწაულს, ახალციხელებს, სამცხის მაჟორიტარი კანდიდატი ულოცავს
შალვა ახალციხელის ხსენების დღეს ულოცავს ახალციხელებს სამცხის მაჟორიტარი კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან. ვანო მერაბიშვილი ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ წმ. შალვა ახალციხელის ეპოქის მსგავსად, სამშობლო დღესაც ითხოვს ბრძოლას, მხარდაჭერას და პრინციპულობას. 

,,დღეს ახალციხის დღეა, ქალაქის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეკუთვნის და ვალდებულნი ვართ მისი უკეთესი მომავლისთვის ვიზრუნოთ.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! შალვა ახალციხელსაც ამისი სჯეროდა და სამშობლოსთვის მუდამ თავდაუზოგავად იბრძოდა.

ჩვენი სამშობლო და ახალციხე ჩვენს მხარდაჭერას, აქტიურობას და პრინციპულობას დღესაც ითხოვს, რათა ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობას უკეთესი ქალაქი და ქვეყანა ჰქონდეთ.

სამხრეთ საქართველო ყოველთვის იდგა მოწინავეთა რიგებში და მჯერა, მესხეთი ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას ქვეყნის წინსვლაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!"
- წერს ვანო მერაბიშვილი.
Print