პოლიტიკა
აბასთუმანში თვითმართველობა აღარ განხორციელდება - რა ცვლილება შევიდა კანონში?
მაისის ბოლოს, ეს პროექტი მესამე მოსმენით იქნა მიღებული და კანონი ძალაში ივნისიდან შევიდა. ჯერ ჩვენთვის უცნობია, რა მიმართულება იქნება" - აცხადებს თვითმმართველობის ექსპერტი კოტე კანდელაკი.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს ახალი ნორმა დაემატა. ცვლილება გულისხმობს მუნიციპალიტეტის მიერ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესის ამოქმედებას.

ამ ნორმით, შესაძლებელი ხდება მთავრობის გადაწყვეტილებით,მუნიციპალიტეტმა, მის საზღვრებში შემავალ დასახლებაში დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ასეთად შეიძლება მოიაზრებოდეს საკურორტო ადგილები, მათ შორის საუბარია კურორტ აბასთუმანზე, დაბა ბაკურიანზე, გუდაურზე, წყალტუბოსა და ა.შ.

იმ შემთხვევაში თუ მთავრობამ და შემდეგ ადგილობრივმა საკრებულომ ბაკურიანში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, რა შეიცვლება საკურორტო დაბაში და ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

,,საფუძველი არის ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის რესურსები ვერ წვდება მათი განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნილებებს, ამიტომ მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ დასახლებულ პუნქტებს მიენიჭოს ეს სტატუსი, მერე საკითხს მერიასთან გაივლის და საკრებულო დაამტკიცებს, რის შემდეგაც უფლება-მოსილებები გადაეცემა სსიპ-ებს.

დანარჩენი ჯერ უცნობია, როგორი იქნება თუნდაც ბიუჯეტი და ა.შ. პროცესი მაინც ცენტრალიზებისკენ მიდის. ამ კანონით, თვითმმართველობას იურისდიქციას ართმევენ, მაშინ არჩევნებში მათი მონაწილეობა ფიქცია ხდება, რადგან ყველაფერი სსიპ-ზე გადმოდის და ამ ადგილებში ხელისუფლება იქნება დანიშნული და არა არჩევითი.

მაისის ბოლოს, ეს პროექტი მესამე მოსმენით იქნა მიღებული და კანონი ძალაში ივნისიდან შევიდა. ჯერ ჩვენთვის უცნობია, რა მიმართულება იქნება. ფაქტია, აბასთუმანში და სტატუსმინიჭებულ ადგილებში თვითმმართველობა აღარ განხორციელდება, რადგან სსიპებს დანიშნული პირები მართავენ"
- აცხადებს თვითმმართველობის ექსპერტი კოტე კანდელაკი.
Print