პოლიტიკა
6 ივლისს საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინსტრი ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 6 ივლისს, საქართველოს ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო.

ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან; საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებთან გამართავს.

უნგრელ კოლეგას დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, რა დროსაც მინისტრები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Print