პოლიტიკა
სტრასბურგში საქმე რომ წამეგო, უფრო მალე გამომიშვებდნენ, მოვიგე და 7 წელი გავატარე სამარტოო საკანში - ვანო მერაბიშვილი
უკრაინელი ჟურნალისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, სამცხის მაჟორიტარობის კანდიდატს ოპოზიციიდან, ვანო მერაბიშვილს მასპინძლობს. დიმიტრი გორდონი მის მიერვე დაფუძნებულ ინტერნეტგამომცემლობაში საქართველოს შს ყოფილ მინისტრთან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს იხსენებს. ჟურნალისტი კითხვებს როგორც პირად, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც უსვამს.  

- თქვენ გააკეთეთ ის, რაც პოსტსაბჭოთა პერიოდში არავის გაუკეთებია. 2004-2012 წლებში ხელმძღვანელობდით საქართველოს შსს-ს, 2012 წელს კი პრემიერ-მინისტრი იყავით. ყველაზე საინტერესო, რაც გავიგე, თქვენ კათოლიკე ხართ. ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლობაა აღიარებული, კათოლიკე გახდა პრემიერ-მინისტრი?

-მე წარმოვადგენ რელიგიური უმცირესობას, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტია კათოლიკე. ჩვენ ისეთი ქვეყანა ავაშენეთ, სადაც ყველა მოქალაქეს, მიუხედავად თავისი რწმენისა, ეროვნებისა, შეეძლო წარმატების მიღწევა. როდესაც ჩვენ ვიყავით ქვეყნის სათავეში, პრიორიტეტს ვანიჭებდით უმცირესობებს და მათ უფლებებს. 2012 წლის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ რელიგიური უმცირესობები ხშირად ოპოზიციას აძლევენ ხმას.

-როგორ მოხდა, რომ არ დაგიმთავრებიათ პოლიციის აკადემია, თუმცა გახდით ყველაზე წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი?
- მინისტრები არიან პოლიტიკოსები, მე არაფერი პოლიციური პრაქტიკა არ მქონდა. ჩვენ ერთ დღეში 20 000 თანამშრომელი გავათავისუფლეთ, კორუფციის გამო. ორი თვე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ გვყავდა. ამ პერიოდში მოვამზადეთ სამი ათასამდე  პოლიციელი, თუმცა მათგან 90% არასდროს ყოფილა ამ საქმეში ჩართული. რაც მთავარია, პოლიცია არათუ კორუმპირებული აღარ იყო, ის გახდა რეფორმების სიმბოლო. 

-ვანო, თქვენ ჭკვიანი კაცი ხართ, ხომ იცოდით, რომ თქვენს წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყებოდა, რატომ არ გაიქეცით?
- სავარაუდოდ ეს ჩემი ხასიათია. სიმართლე გითხრათ, არ ველოდეი, რომ 6.9 წელს მომისჯიდნენ, ვფიქრობდი, რომ გაცილებით მალე გამათავისუფლებდნენ, რადგან მოვიგებდი ევროსასამართლოს და გამოვიდოდი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა. მათ ცხრაჯერ თქვეს უარი უდოზე. მე რომ წამეგო სტრასბურგში საქმე, უფრო მალე გამომიშვებდნენ. თითქმის 7 წელი ვიჯექი რვა კვადრატულ მეტრ ოთახში.

გადაცემა 1 სთ და 10 წთ-ს გაგრძელდა.




ინტერვიუს ლინკი შეგიძლიათ იხილოთ:

საქართველოს ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის მიერ მარტოობის საკანში გატარებული 7 წელი

Отсидевший 7 лет в одиночке экс-премьер Грузии Мерабишвили. Воры в законе, пытки, Саакашвили.



Print