პოლიტიკა
Miha hamodiii - მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილს ეხმაურება
Miha hamodiii - ასე ეხმაურება ქართული ოცნება FACEBOOK-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალ ვიდეორგოლს, სადაც ექს-პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას აანონსებს.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას მიესალმება, რადგან "თუ ექსპრეზიდენტი ძალებს იპოვის" და დაბრუნდება, მას საზღვარზევე დაკავების პროცედურები ელოდება. ასე ეხმიანება იგი სააკაშვილის ვიდეომიმართვას, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას ჰპირდება ამომრჩეველს.

ცნობისთვის, სააკაშვილმა ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.
Print