პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა ბორჯომში სახელმწიფოს მოწყობის სისტემაზე იმსჯელეს
სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები, ეკონომიკის გაჯანსაღება, დემოკრატიული რეფორმები და ინსტიტუციების გაძლიერება - ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც ბორჯომში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თანხმდებიან.

დღეს, 30 აგვისტოს, გირჩის ინიციატივითა და NDI-ის ორგანიზებით, ბორჯომში, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრა დაიწყო, სადაც ,,გირჩი", ევროპული საქართველო", ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", სტრატეგია აღმაშენებელი", ,,ახალი საქართველო" და ,,ლელო" მონაწილეობდნენ. პოლიტიკურმა ძალებმა შეხვედრაზე მართლმსაჯულებისა და განათლემის სისტემის და ეკონომიკის საკითხები განიხილეს.

მხარეების განცხადებით, მემორანდუმს ხელი სექტემბრის დასაწყისში, თბილისში მოეწერება და იმედოვნებენ, რომ 6 ოპოზიციური ძალის გარდა, სხვა პოლიტიკური პარტიების შეუერთდებიან.

ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობისთვის,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების სიტემის რეფორმირება. ოპოზიციის ინიციატივით, უნდა გაუქმდეს შსს-ში აქამდე არსებული სისტემა.

,,მინისტრი ვერ უნდა ერეოდეს ,,სამხრეებიანი" პოლიციელის საქმეში, ამისთვის კი საჭიროა, ქვეყანაში ამოქმედდეს ე.წ. შერიფის ინსტიტუტი, რომელიც მერის მსგავსად რეგიონებში არჩევითი იქნება. ასევე, გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნას ანტიკორუფციული და კონტრდაზვერვის სამსახურები"
- აცხადებს გიგა ბოკერია.

რაც შეეხება ეკონომიკის ნაწილს, ლელოს წარმომადგენელი გია მორდეხაშვილი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და ტყეების გადაცემა ხალხისთვის, რათა ეკონომიკური სექტორი ქვეყანაში გაძლიერდეს.

,,სტრატეგია აღმაშენებლისა" და ,,ახალი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრების აზრით, სკოლებს ავტონომია უნდა მიენიჭოთ.
Print