პოლიტიკა
რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა - მდინარაძე სააკაშვილსა და ვარშალომიძეზე
სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას.

მდინარაძის შეფასებით, ვარშალომიძე ჩადენილი დანაშაულების ისეთივე თანამონაწილეა, როგორიც "ნაციონალური მოძრაობის" ყველა დანარჩენი ლიდერი.

,,ის (ვარშალომიძე) არის "ნაცმოძრაობის" გუნდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი წარმომადგენელი, ისეთივე თანამონაწილე იმ დანაშაულებისა, იმ რუსული საქმისა, როგორიც ყველა დანარჩენი ლიდერი "ნაცმოძრაობიდან". ის ახსენებდა "რუსული ოცნებაო" და ეს მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული უკვე 10 წელზე მეტია.

ყველა მათ წარმომადგენელს მოვუწოდებ, თავის თავთან მაინც დასვან შეკითხვა, როდესაც რუსულ საქმეზე ლაპარაკობენ, რატომ დაუჭირა მათმა პარტიამ მხარი ქართველი ჯარისკაცების მიერ ვითომ ომის დაწყებას, რატომ დაუშვეს ეს? ამაზე დიდი ღალატი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა! 10 წელი მალეს ეს ამბავი და ბოლოს მაინც გამოჩნდა.

დღეს, როდესაც რუსულ თემაზე ლაპარაკობენ, პირველ რიგში, სტრატეგიულ გაყიდულ ობიექტებს რომ თავი დავანებოთ, სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებთ რუსეთის მხარდაჭერას თავი რომ დავანებოთ, რატომ დაუჭირეს იმ ტყუილ მოცემულობას მხარი, სადაც ეწერა, რომ თითქოს ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი?"
- განაცხადა მდინარაძემ.
Print