პოლიტიკა
"ერთიანი საქართველოს" გენერალური მდივანი ახალციხეში მხარდამჭერებს შეხვდა
"ერთიანი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ახალციხეში შეხვედრა გამართა. გიგლა ბარამიძემ პარტიის სხვა წარმომადგენლებთან და ადგილობრივი შტაბის უფროსთან ერთად, მხარდამჭერებს თავიანთი პროგრამა გააცნო. ისაუბრეს წინასაარჩევნო პრობლემებსა და ამომრჩეველთა ხმებზე, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

შეხვედრას მხარდამჭერებთან ერთად, სხვა მუნიციპალიტეტების შტაბის ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.

გიგლა ბარამაძის განცხადებით, "ერთიან საქართველოს" სამცხე-ჯავახეთში კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტში, რეგიონის პრობლემებს აუცილებლად გაიტანს. მისივე თქმით, როდესაც პარტია წარმატებას მიაღწევს, საქართველოში და კერძოდ სამცხე-ჯავახეთში, პირველ რიგში უმუშევრობის პრობლემას აღმოფხვრის.

Print