ნინოწმინდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ახალი მოწვევის პარლამენტში შევა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, "ქართულ ოცნებას" საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 61 მანდატი ექნება. ნინოწმინდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე პარტიის პროპორციულ სიაში 37-ეა. შესაბამისად, სუმბათ კიურეღიანი მე-10 მოწვევის პარლამენტარი იქნება.
იგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად ქვეყნის პარლამენტში 9 პარტია შედის, თუმცა ოპოზიციური პარტიის ყველა წარმომადგენელმა არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნია და მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.
JNEWS-ის ფოტო