პოლიტიკა
დედაქალაქში დაგეგმილ აქციას სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ
თბილისში დღეს, რვა ნოემბერს დაგეგმილ აქციას სამცხე-ჯავახეთიდან დაახლოებით, 2 000 ადამიანი უერთდება. საპროტესტო აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გაემგზავრნენ. მათი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, სამცხე-ჯავახეთშიც გაყალბდა, ამიტომ აპროტესტებენ შედეგებს და კენჭისყრის განმეორებით ჩატარებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ამ არჩევნებით წყდება ქვეყნის ბედი და აუცილებელია, ყველა მოქალაქე აქციაზე გავიდეს.

Print