პოლიტიკა
ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები - პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების საერთო საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის გამო, რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.

დედაქალაქის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მიმართა და პანდემიის გამო, პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდა.

რუსთაველზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ პოლიტიკური ლიდერები. საპროტესტო აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდან ჩასული პირებიც. 

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენს.
Print