პოლიტიკა
ჩვენს დასარბევად ემზადებიან - მომიტინგეები ახალციხიდან
ცესკოს ადმინისტრაციულ შენობასთან მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები ცესკოსთან აღმართული ჯებირის განგრევას ცდილობენ. პოლიცია აგრძელებს მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას.

მომიტინგეების თქმით, ადგილზე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. ცესკოსთან იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთიდან აქციაზე წასული მოქალაქეებიც.

„ყველანი აქ ვრჩებით, დაშლას არ ვაპირებთ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. მშვიდობიან მომიტინგეებზე წყლის ჭავლი გამოიყენეს. რობოკოპებზე 17-18 წლის ბიჭები სხედან, პოლიცია ქვებს გვესროდა, პირველყოფილებივით იქცევიან. რობოკოპები დაამატეს, სრული მზადყოფნით არიან, ფარებზე ე.წ. დუბინკებს აბრახუებენ, სავარაუდოდ დასარბევად ემზადებიან“, - გვითხრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ახალკაცმა.

Print