პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დასრულდა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა. შეკრებლ დემონსტრანტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მიმართეს. მშვიდობიანი აქცია პარლამენტის წინ, თითქმის სამი საათის განმავლობაში მიდინარეობდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და შემდეგი შეკრების თარიღი – საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლის დრო დაასახელა.

"მოგვიწევს არაერთხელ შეკრება და შეკრების ადგილი იქნება არა მხოლოდ რუსთვაელის მოედანი. ბევრი თქვენგანი სხვადასხვა ქალაქებიდან ხართ ჩამოსულები და უნდა დაუბრუნდეთ ათ საათამდე, ვიდრე ეგრეთ წოდებული "კომენდანტის საათი" ამოქედდება, მაგრამ ამ დღეებში, ხვალ, ზეგ, ჩვენ თქვენ შეგატყობინებთ ზუსტ თარიღს. იქნება ეს 17 თუ 18 ნოემბერი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში. მასთან ერთად იქნება მსოფლიოს საერთაშორისო მედიაც წარმოდგენილი და მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი თავყრილობა ცნობილი გახდეს მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ ზუსტი საათი და ზუსტი თარიღი. ხვალ, ზეგ ჩვენ ამის თაობაზე ვიქნებით ინფორმირებულები და შეგატყობინებთ. ყველაფერთან ერთად ჩვენ ჭკუით, პრაგმატულობითა და რაციონალიზით უნდა დავამარცხოთ რეჟიმი" – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის მშვიდობიანი აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

მათ არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამცხე–ჯავახეთიდანაც.

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.
Print